შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მწვანე ეკონომიკის უფასო ტრენინგი ჩაუტარა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს
ორშაბათი, 22 მაისი, 2023

22 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ჩაატარა უფასო საბაზისო ონლაინ ტრენინგ-კურსი მწვანე ეკონომიკის თემაზე. ტრენინგ-კურსზე მონაწილეებმა მიიღეს აუცილებელი ინფორმაცია მწვანე ეკონომიკაზე, ისაუბრეს და უკეთ გაიგეს მწვანე ეკონომიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები. კურსი დისტანციურად ჩატარდა, რამაც შესაძლებელი გახადა სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელთა ჩართვაც.

კურსის უმთავრესი მიზანი იყო მწვანე ეკონომიკის დღის წესრიგზე ღირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის და ეფექტიანი მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის შემუშავებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

შეავსე ფორმა