31
ივლისი
2025
2025 წლის ივლისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.39 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.7%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში, 2024 წლის ივლისთან შედარებით, ფასი 10.4%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკვები პროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად იზრდება.
30
ივნისი
2025
2025 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.28 ლარი შეადგინა. ხაჭაპურის ინდექსის კლების ტენდენცია უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. თუმცა წლიურ ჭრილში საშუალო ფასი მაინც 4.7%-ით მაღალი იყო, ვიდრე 2024 წლის ივნისში.
30
მაისი
2025
2025 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.46 ლარს შეადგენდა. ინდექსის კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ფასი 5.6%-ით შემცირდა 2025 წლის აპრილთან შედარებით. თუმცა წლიურ ჭრილში მაინც 10.7%-ით მაღალი დარჩა 2024 წლის მაისთან შედარებით.
29
აპრილი
2025
2025 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის აპრილთან შედარებით 6.1%-ით მეტია. თუმცა, თვიურ ჭრილში, ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა.
28
მარტი
2025
2025 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.93 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მარტთან შედარებით 8.3%-იან ზრდას აღნიშნავს. თუმცა, თვიურ ჭრილში, 2025 წლის თებერვალთან შედარებით, ფასი 1.6%-ით შემცირდა.