ბოლო 20 წელია ეკონომისტები აქტიურად იკვლევენ ბედნიერებას, როგორც ადამიანთა კეთილდღეობის საზომს. ფრაი და სტაცერი („რა შეიძლება ისწავლონ ეკონომისტებმა ბედნიერების შესახებ კვლევებიდან“, ეკონომიკური ლიტერატურის ჟურნალი 20, 2002 წ. 402-435 გვ.) დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), უმუშევრობა, ინფლაცია და ბევრი სხვა ეკონომკური ინდიკატორი ძირითადად იმიტომაა საინტერესო, რომ ადამიანების კეთილდღეობასთანაა კორელაციაში.
XIX საუკუნის ბოლოს ამერიკელმა ეკონომისტმა, ტორსტეინ ვებლენმა (1857-1929) წარმოადგინა ძალიან საინტერესო თეორია, თუ რატომ სვამენ და ეწევიან ადამიანები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამ შესანიშნავი ნაშრომის მეოთხე თავში „წარმატებული კლასის თეორია“ (1899) ის ამტკიცებს, რომ ღარიბებს მოწევითა და სმით სურთ, თავი მდიდრებად გაასაღონ, რადგან ღარიბებს არ აქვთ საშუალება, იყიდონ ფუფუნების ისეთი საგნები, როგორიცაა ალკოჰოლი და თამბაქო.
ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისას ამჩნევენ, არის ის, რა თავქარიანად ატარებს ტაქსის მძღოლი მანქანას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე: შუქნიშნის წითელზე ჩავლა, წინ მიმავალი ჯიპისთვის გასასწრებად დარღვეული წესები და ბევრი სხვა გაუმართლებელი რისკი, რითიც ქართველი მძღოლი საფრთხეს უქმნის არამარტო მგზავრის, არამედ საკუთარ სიცოცხლესაც.
ადამიანთა რაციონალურობა არის პოპულარული ეკონომიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური დაშვება. თუმცა, როგორც კარლტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ტიმოთი ა. პიჩელი ამტკიცებს, საქმის გადადება, იგივე „უსარგებლო ნებაყოფლობითი გადადება“, არ შეესაბამება რაციონალური ადამიანის პარადიგმას.
როდესაც 2006 წელს მოსკოვი დავტოვე, მოსკოვის გადატვირთული ქუჩის გადაკვეთა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. რუსი მძღოლები ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან სიჩქარის შენელების ნაცვლად კიდევ უფრო უმატებდნენ სიჩქარეს, რითიც თითქოს ანიშნებდნენ ფეხით მოსიარულეებს, რომ სულაც არ აპირებდნენ გაჩერებას. სრულიად გასაგებია, რომ ფეხით მოსიარულეებიც შესაბამისად იქცეოდნენ.