24 და 27 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ორდღიანი უფასო ტრენინგი ჩაუტარა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. RIA არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი და მისი მომზადება სავალდებულო გახდა 2020 წლიდან მთავრობის მიერ ინიცირებული რიგი ნორმატიული აქტებისათვის.
ნოემბერში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტრენინგები ჩაუტარა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის მხარდამჭერ ასოციაციებს. ტრენინგების კურსი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ორგანიზაციების ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა.
17-19 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები, დავით კეშელავა და მარიამ ლობჯანიძე იყვნენ საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის წევრები, რომელთაც გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის.
26 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა LC Waikiki-ს რეგიონული წარმომადგენლობის ფინანსური გუნდისა და ტოპ მენეჯმენტის წევრებისთვის ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
5-9 ივლისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „გენდერი და ეკონომიკა“, რომლის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.