შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა LC Waikiki-ს გუნდისთვის ტრენინგი ჩაატარა
სამშაბათი, 26 ივლისი, 2022

26 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა LC Waikiki-ს რეგიონული წარმომადგენლობის ფინანსური გუნდისა და ტოპ მენეჯმენტის წევრებისთვის ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის პირველი ნაწილი საქართველოს ეკონომიკის უახლესი ისტორიის მიმოხილვასა და სექტორულ ანალიზს ეხებოდა. მეორე ნაწილი კი მსოფლიოში არსებული ტენდენციების მიმოხილვას დაეთმო. ბოლოს, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მოქმედ ფაქტორებზე და სამომავლო პროგნოზზე.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა და LC Waikiki-ს გუნდის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შეავსე ფორმა