13
თებერვალი
2019
საქართველოს წყლის რესურსების მართვის არაერთი კანონი და რეგულაცია აქვს, რომლებიც 1990-იან წლებში დაიწერა და 2003 წელს ნაწილობრივ შეიცვალა. თუმცა ცვლილებები ყოველთვის ცხადი და თანმიმდევრული სტრატეგიის ნაწილი არ ყოფილა. შედეგად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ევროპის ეკონომიკურ კომისიას (United Nations Economic Commission for Europe – UNECE) თუ დავესესხებით, მოქმედი კანონმდებლობა არის „გამოუსადეგარი და დანაწევრებული სისტემა“.
24
დეკემბერი
2018
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2018 წლის მე-3 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
28
თებერვალი
2018
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2018 წლის თებერვლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
26
ივნისი
2017
2011 წელს ქუთაისში მცხოვრებმა ქალბატონმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი აიღო 1500 აშშ დოლარის ოდენობით და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თვეში 75 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა პროცენტში. სესხის აღების მიზეზი შვილის მკურნალობის ხარჯების დაფარვა იყო. თუმცა ეკონომიკური სირთულეების გამო მან ვერ შეძლო ყოველთვიური შენატანის დროულად გადახდა და სესხის ვადა 10 თვემდე გაახანგრძლივა, მაგრამ კვლავ ვერ შეძლო ამ თანხის დაფარვა და რამდენჯერმე დაჯარიმდა.
04
თებერვალი
2017
არაფორმალური (ნაწილობრივი) დოლარიზაცია ეწოდება სიტუაციას, როდესაც ტრანზაქციებში და ღირებულების განსაზღვრისას, ადგილობრივი ვალუტის პარალელურად გამოიყენება უცხოური ვალუტა. ქვეყნისთვის კარგი არ არის მაღალი ნაწილობრივი დოლარიზაცია, რადგან ის ხელ-ფეხს უკრავს ეროვნულ ბანკს და ურთულებს მას მონეტარული პოლიტიკის გატარებას.