საქართველოს ტერიტორიის 54% მთებს უკავია. მთის მოსახლეობა ქართველი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მიიჩნევა. მთაში ფართოდ არის გავრცელებული მიწის ეროზია და კლიმატის ცვლილება. ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით ტყეების) არამდგრადი გამოყენება და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთის მოსახლეობის სიცოცხლეს.
2015 – 2019 წწ. სოფლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მცირედით შემცირდა, 42.6%-დან 41.3%-მდე. იმავე პერიოდში ასევე შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.1% იყო, ხოლო 2018 წელს 7.7% იყო. 2018 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება.
გავრილოვის ბოლოდროინმდელმა სტუმრობამ საქართველოში, მის შედეგად გაუარესებულმა რუსულ-ქართულმა ურთიერთობებებმა და, აქედან გამომდინარე, უარყოფითმა ეკონომიკურმა შედეგებმა საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მაგალითად, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შეჩერების თაობაზე მოსახლეობაში შეშფოთების საგნად იქცა, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ტურიზმის სექტორზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.
პანკისის ხეობაში მცირეჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიას შორის კონფლიქტის შესახებ ცნობები სულ ცოტა ხნის წინ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „ხადორი 3“ მცირე ზომის ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5.4 მეგავატს აღწევს, ხოლო წლიურად გამომუშავებული ენერგია – 27.5 მლნ. კვტ. სთ-ს. „ხადორი 3-ის“ მშენებლობა 21 აპრილს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროექტს დაუპირისპირდა, სამშენებლო კომპანიამ კი პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საკითხში სამართალდამცავი ორგანოები ჩართო.
ქართული ხუმრობის მიხედვით, ნათესავები ის ხალხია, რომელთაც მაშინ ხედავ, როდესაც მათი რიცხვი იცვლება. მართლაც, ნათესავების შეკრების მიზეზი ძირითადად რომელიმე მათგანის ქორწინება, დაბადება ან გარდაცვალებაა. ამიტომაც ხშირად ვაწყდებით ქართველების ოჯახებში „რაოდენობრივი ცვლილებების” აღსანიშნავად გამართულ საზეიმო თუ სამგლოვიარო შეკრებებს. ერთი შეხედვით გასაოცარიც კია თანამედროვე ტენდენცია, რომ უფრო მდიდარი და განათლებული ადამიანების მიერ ორგანიზებულ შეკრებები თანდათან ნაკლებად ხალხმრავალი ხდება, სოფლის ღარიბი მოსახლეობა კი კვლავაც განაგრძობს ვეებერთელა ქართული სუფრების გაშლას.