მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი აჩვენებს, რომ 2020 წლიდან საქართველოში მედიის პოლარიზაცია იზრდება. ზრდა განსაკუთრებით მწვავე კი 2022 წლის დასაწყისიდან ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი ასახავს მნიშვნელოვან პოლარიზაციას კონკრეტული მოვლენების გარშემო, როგორიცაა, მაგალითად, არჩევნები, მისი რეაქცია სხვადასხვა მოვლენასა თუ განვითარებაზე სხვადასხვაა.
2021 წლის 21 ოქტომბერს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებმა, გიორგი პაპავამ და დავით კეშელავამ მონაწილეობა მიიღეს კვლევის „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: მრავალფეროვნება, პოზიციების თანაკვეთა და თავისუფალი სივრცეები“ პრეზენტაციაში, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდმა უმასპინძლა. კვლევა საქართველოს სააერჩევნო კომპასის მონაცემების საფუძველზე მომზადდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არამედ არჩევნების შემდეგაც. პოლიტიკურ პარტიათა უმეტესმა ნაწილმა რამდენიმე თვის განმავლობაში ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და საპარლამენტო პოლიტიკის განახლება მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ძალისხმევით გამართული მედიაციის პროცესის შედეგად გახდა შესაძლებელი.
რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი "საარჩევნო კომპასი საქართველოს" ციფრულ პლატფორმაზე შეგიძლიათ მიიღოთ.
საარჩევნო კომპასი იმისთვის შეიქმნა, რომ მოქალაქებს ჰქონდეთ ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე და ამომრჩევლებს დაეხმაროს იმის გარკვევაში, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ქვეყნის სხვა ინსტიტუციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული იყო საარჩევნო კომპასის პლატფორმის შემუშავებისა და შექმნის პროცესში.