სიახლეები
ხუთშაბათი,
21
ოქტომბერი,
2021
ხუთშაბათი,
21
ოქტომბერი,
2021
2021 წლის 21 ოქტომბერს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებმა, გიორგი პაპავამ და დავით კეშელავამ მონაწილეობა მიიღეს კვლევის „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: მრავალფეროვნება, პოზიციების თანაკვეთა და თავისუფალი სივრცეები“ პრეზენტაციაში, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდმა უმასპინძლა. კვლევა საქართველოს სააერჩევნო კომპასის მონაცემების საფუძველზე მომზადდა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მხრიდან კვლევის თანაავტორები გიორგი პაპავა და დავით კეშელავა იყვნენ. კვლევის სხვა ავტორები არიან ლევან კახიშვილი (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი) და დავით სიჭინავა (CRRC საქართველო).
ღონისძიებაზე წარმოდგენილი კვლევა გვთავაზობს შემდეგ ძირითად მიგნებებს:
პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გერმანიის პოლიტიკური ფონდებისა და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD), ფრიდრიხ ებერტის ფონდმა, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა, კონრად ადენაუერის ფონდმა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა განახორციელეს. პროექტის მეთოდოლოგიურ გამართულობასა და საინფორმაციო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იყო ამსტერდამის ვრიჟეს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კომპანია, Kieskompas, რომელიც საარჩევნო საკონსულტაციო აპლიკაციებზე მუშაობს.