საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, განსაზღვრავს სააუზო მართვის პრინციპებს, რის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორია მდინარეთა შვიდ სააუზე უბნად დაიყოფა და თითოეული აუზისთვის შემუშავდება სააუზო მართვის გეგმები. ამასთან ერთად, კანონი ადგენს წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმებს, რომელიც ეფუძნება „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპს.
2024 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაიზარდა და ქალაქების მიხედვით 6.40 (ბათუმი) და 7.11 (თბილისი) ლარს შორის მერყეობს, საშუალო ღირებულებამ კი 6.62 ლარი შეადგინა. იანვრის ინდექსი 2%-ით აღემატება 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში კი, 2023 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსის ღირებულება 4.6%-ით არის შემცირებული.
ნოემბერში საქსტატმა 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლების მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება დააკორექტირა. ზრდის მაჩვენებელი 1-ელ კვარტალში 8.0%, ხოლო მე-2 კვარტალში 7.8% იყო. მე-3 კვარტალში მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი 5.4%-დან 5.7%-მდე დაკორექტირდა.
26 იანვარს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა, რომელზეც ინსტიტუტის მიერ მომზადებული ახალი კვლევა წარადგინა, სახელწოდებით: „რა სარგებელს მიიღებს საქართველო აშშ-სთან, სამხრეთ კორეასა და ინდოეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობი შეთანხმებებით?“.
ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.