01
ოქტომბერი
2015
სტივ ჯონსონის (პოპულარული ამერიკელი სამეცნიერო მწერალი და მედიის თეორეტიკოსი, ავტორი წიგნისა „საიდან იბადება კარგი იდეები“) აზრით, ყავასა და ყავახანებს დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის სამეცნიერო და ინდუსტრიულ რევოლუციაში. პირველი ყავახანა ლონდონში 1650 წელს გაიხსნა და მალევე სოკოსავით მოედო დანარჩენ ევროპას. ყავახანას ორი დადებითი გავლენა ჰქონდა: პირველი, ის იყო (საშინლად დაბინძურებული) წყლისა და (იმ დროისთვის ფართოდ გავრცელებული) ალკოჰოლის ჯანსაღი ალტერნატივა.
04
სექტემბერი
2015
მერიამ ვებსტერის ლექსიკონის განმატებით, „გეი“ (gay) მხიარულ, სიცოცხლით სავსე და ბედნიერ ადამიანს ნიშნავს. პრაღაში ბოლო სტუმრობისას გამიმართლა და ლგბტ პრაიდ-პარადს შევესწარი, რომელიც სრულად ამართლებდა ლექსიკონში მოყვანილ შედარებას. ეს ზღაპრული სანახაობა იყო: მარტორქები, აურაცხელი ცისარტყელას ფერების დროშა, ბუშტი… ათასობით აღტყინებული ადამიანი ცეკვავდა და მღეროდა ვაცლავის მოედანზე.
24
ივლისი
2015
ამ ინტერვიუს ვწერ მათიას მათისთან, რომელიც არის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების სკოლის პროფესორი. პროფ. მათისი არის ცნობილი წიგნის „ევროს მომავალი“ (“The Future of the Euro”) რედაქტორი და მაქს მ. ფიშერის ჯილდოს ორგზის მფლობელი SAIS-ში წარმატებული სწავლებისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ ევროზონის კრიზისზე, თუ რა შეიძლება ისწავლონ მცირე სახელმწიფოებმა საბერძნეთის მაგალითზე.
06
ივლისი
2015
ვარდების რევოლუციის შემდეგ პროდასავლელი ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, ქვეყანა ნატოსკენ, უსაფრთხოების ნავსაყუდელისკენ, წაიყვანონ. ჯერჯერობით ნატოს წევრობა მხოლოდ შორეული ოცნებაა, რომელიც ბევრი ქართველის იმედგაცრუებასა და დასავლურ გეოპოლიტიკურ ბლოკთან ნაკლები ინტეგრაციის მომხრეთა პოზიციების განმტკიცებას იწვევს. დაუსრულებელი დებატები იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა საქართველო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, აუფერულებს რეალობას, რომ ალიანსთან არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა იდეალური ვარიანტია საქართველოსთვის.
26
ივნისი
2015
როდესაც 2007 წელს ISET-ის დირექტორის თანამდებობა შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. იქამდე საქართველოზე მხოლოდ დადებითი შეფასებები თუ წამეკითხა. სასიამოვნო საცხოვრებელი, სტუმართმოყვარე, ლამაზი, კორუფციისგან თავისუფალი და ა.შ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამაიმედებლად ჟღერდა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ მოსკოვში ყოფნის ბოლო დღეებში (სადაც 1993-2007 წლებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი) ჩემი ახალთახალი BMW-ის მარკის მოტოციკლი დღისით მზისით მომპარა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა (აი, ასე!), რომელმაც იცოდა, რომ დღედღეზე ქვეყანას ვტოვებდი და ალბათ იფიქრა, მოტოციკლი საქართველოს საშინელ გზებზე არ გამოადგებაო (არადა მთის მოტოციკლი იყო, თუმცა ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა, საკუთარი დაუსჯელობა იყო).