
საქსტატის 2018 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი ისეთივეა, რაც 2017 წელს დაფიქსირდა. 2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა, რის შედეგადაც სექტორში გამოშვება 3.5%-ით შემცირდა. 2017 წლისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას 2018 წელს დადებითი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მოკრძალებული იყო და 0.7% შეადგინა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა საქართველოს რძის ბაზრის სისტემის ანალიზსა და კლასიფიცირებაზე იმუშავა.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაის სექტორის პოტენციალის გამოვლენის მიზნით სექორის კონკურენტუნარიანობა შეისწავლა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა. არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას ხელს უშლის. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543,139 ფიზიკურმა პირმა დაარეგისტრირა 130,943 ჰა მიწა.

2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ „რძისა და რძის ნაწარმის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს „რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“.