მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში მცირეა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის ერთი მეოთხედი სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე მოდის. შედეგად, საქართველოს ბუნებრივი რესურსების მზარდ გამოყენებას აქვს პოტენციალი, სარგებელი მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წვლილი შეიტანოს საჯარო ფინანსებში.
2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში. მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ პროდასავლელი ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, ქვეყანა ნატოსკენ, უსაფრთხოების ნავსაყუდელისკენ, წაიყვანონ. ჯერჯერობით ნატოს წევრობა მხოლოდ შორეული ოცნებაა, რომელიც ბევრი ქართველის იმედგაცრუებასა და დასავლურ გეოპოლიტიკურ ბლოკთან ნაკლები ინტეგრაციის მომხრეთა პოზიციების განმტკიცებას იწვევს. დაუსრულებელი დებატები იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა საქართველო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, აუფერულებს რეალობას, რომ ალიანსთან არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა იდეალური ვარიანტია საქართველოსთვის.
როდესაც 2007 წელს ISET-ის დირექტორის თანამდებობა შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. იქამდე საქართველოზე მხოლოდ დადებითი შეფასებები თუ წამეკითხა. სასიამოვნო საცხოვრებელი, სტუმართმოყვარე, ლამაზი, კორუფციისგან თავისუფალი და ა.შ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამაიმედებლად ჟღერდა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ მოსკოვში ყოფნის ბოლო დღეებში (სადაც 1993-2007 წლებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი) ჩემი ახალთახალი BMW-ის მარკის მოტოციკლი დღისით მზისით მომპარა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა (აი, ასე!), რომელმაც იცოდა, რომ დღედღეზე ქვეყანას ვტოვებდი და ალბათ იფიქრა, მოტოციკლი საქართველოს საშინელ გზებზე არ გამოადგებაო (არადა მთის მოტოციკლი იყო, თუმცა ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა, საკუთარი დაუსჯელობა იყო).
საქართველოსა და მის ჩრდილოელ მეზობელს შორის 2008 წელს მომხდარი კონფლიქტის დროს დასავლელმა მოკავშირემ საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. აშშ-მა საქართველოს მისცა სამხედრო გადამზიდავი თვითმფრინავები, რათა ავღანეთში მყოფი ქართული შენაერთები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. რუსებმა ამერიკის ჟესტი გაიგეს როგორც გაფრთხილება, რომ ისინი არ დაუშვებდნენ ქართველების მარცხს.