შეავსე ფორმა
Logo
საქართველოს გამოთვლითი ზოგადი წონასწორობის მოდელი
03 დეკემბერი 2012

გამოთვლადი ზოგადი წონასწორობის მოდელი (CGE) არის ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყნები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პოლიტიკის ინტერვენციების სიმულირებისთვის იყენებენ. CGE-ის გამოყენება არ შემოიფარგლება პოლიტიკის ერთი კონკრეტული სფეროთი.

საინვესტიციო გარემოს შეფასების ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორები – I ფაზა
05 ნოემბერი 2012

პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების საფუძველზე ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორების კრებულის შედგენას და მათ გამოყენებას საქართველოს ბიზნეს-გარემოსა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის გასაანალიზებლად.

საქართველოში ადრეული სწავლების სისტემის ხარჯებისა და ფინანსების ყოვლისმომცველი სტრატეგია
09 ივლისი 2012

აღნიშნული კვლევის მიზანია საქართველოში ადრეული სწავლების დაფინანსების არსებული მექანიზმის დეტალური ანალიზი, ალტერნატიული მოდელების ხარჯების დათვლა და ქართული კონტექსტისთვის შესაბამისი მდგრადი ფინანსური და სამართლებრივი სცენარების შემუშავება და შეთავაზება.

ქართული პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შეფასება
02 ივლისი 2012

პროექტის მიზანი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ მომზადებული სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შეფასება რეფორმების ძირითად სფეროებში. პროექტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ქართული კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, მიზნად ისახავდა პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიმოხილვას რეფორმების ძირითად სფეროებში, როგორიცაა დასაქმება, სოფლის განვითარება და განათლება.

საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის კვლევის ანგარიში
04 ივნისი 2012

საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, კონკურენტუნარიანობის საკითხების ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევის საფუძველზე შეავსოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ანგარიში. კერძოდ, ის შეისწავლის საქართველოს პოტენციალს, გამოიყენოს მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ბიზნეს-გარემო, რათა მოირგოს კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ჰაბის როლი.

შეავსე ფორმა