შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოში ადრეული სწავლების სისტემის ხარჯებისა და ფინანსების ყოვლისმომცველი სტრატეგია
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 09.07.2012 დასრულების თარიღი: 30.11.2012

აღნიშნული კვლევის მიზანია საქართველოში ადრეული სწავლების დაფინანსების არსებული მექანიზმის დეტალური ანალიზი, ალტერნატიული მოდელების ხარჯების დათვლა და ქართული კონტექსტისთვის შესაბამისი მდგრადი ფინანსური და სამართლებრივი სცენარების შემუშავება და შეთავაზება. UNICEF-ის დაკვეთით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაითვალა და შეაფასა საქართველოში სკოლამდელი განათლების ალტერნატიური ფინანსური სტრატეგიების დანახარჯები.

ჩვენი ანგარიში იკვლევს არსებულ ადრეული სწავლების მოდელებს, აანალიზებს დაფინანსების არსებულ სქემებს და აფასებს ჩარიცხვების გაფართოების პოტენციურ სტრატეგიებს. ანგარიში სისტემატურად ადარებს სხვადასხვა ქართული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული დაფინანსების ფორმულების (მექანიზმების ან სქემების) ეფექტიანობას, ითვლის ერთ ბავშვზე ერთეულის ხარჯს ალტერნატიული ადრეული სწავლების მოდელებისა და სხვადასხვა დაფინანსების სცენარისთვის და ამაზე დაყრდნობით, ადგენს რეკომენდაციებს დაფინანსების სქემების შემოღებისთვის, რომლებიც ზრდის ჩარიცხვებს და, ამავდროულად, აკმაყოფილებს საბაზისო საგანმანათლებლო მოთხოვნებსა და უზრუნველყოფს, რომ არც ერთი ბავშვი არ ჩამორჩება დასახულ სასწავლო მიზნებს.

დონორები

შეავსე ფორმა