პროექტის მიზანი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ მომზადებული სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შეფასება რეფორმების ძირითად სფეროებში. პროექტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ქართული კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, მიზნად ისახავდა პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიმოხილვას რეფორმების ძირითად სფეროებში, როგორიცაა დასაქმება, სოფლის განვითარება და განათლება. პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაში, ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან ერთად, შედიოდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ლიბერალური აკადემია თბილისი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.
პროექტმა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიების დროს ჩატარდა, თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ახალფეხადგმული დემოკრატიის გამჭვირვალობასა და ეფექტიანობაში წინასაარჩევნო დაპირებების, პოლიტიკური წინადადებების, ქართული პარტიების შეხედულებების დროული და პროფესიული შეფასებით.