
მიმდინარე სასწავლო წელს, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) მიიღო ცხრა სტუდენტი სომხეთიდან და ერთი აზერბაიჯანიდან. ისინი თბილისში ჩამოვიდნენ აგვისტოს დასაწყისში და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი შეიტანეს 1 სექტემბრამდე. ყველა აპლიკაცია იდენტური იყო. ამ ათი სტუდნეტიდან, შვიდმა მიიღო ბინადრობის ნებართვა, ორს უარი განუცხადეს და ერთის საქმე ჯერ კიდევ პროცესშია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

XIX საუკუნის შუა ხანებში საქართველო ბევრად უფრო დანაწევრებული და უთანასწორო იყო, ვიდრე დღეს. ეს იყო საზოგადოება, რომელიც აერთიანებდა გაუნათლებელი გლეხების უზარმაზარ მასას (ძირითადად ყმები, რომლებიც ამუშავედნენ საკუთარი ბატონისა თუ ეკლესიის კუთვნილ მიწებს), ქალაქის მოსახლეობის ნაწილს (რომლის დიდი ნაწილი არ იყო ეთნიკური ქართველი, განსაკუთრებით თბილისში) და პროპორციულად შედარებით მრავალრიცხოვან დიდგვაროვანთა კლასს (5%-მდე), რომელიც ორგანიზებული იყო ხისტი იერარქიული სისტემის მიხედვით და განაგებდა ქვეყნის მიწების დიდ ნაწილს.

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი დამსაქმებლები თანამშრომლის აყვანისას, ხშირ შემთხვევაში, განათლებას უმთავრეს მნიშვნელობას სულაც არ ანიჭებენ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარების მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი გასაუბრებები რუსთავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის დამსაქმებლებთან ცხადყოფს, რომ ბიზნესების უმრავლესობა მომავალ თანამშრომლებში ყველაზე მეტად შრომის ეთიკას აფასებს.

საქართველოში მომუშავე კომპანიების მმართველებთან საუბრისას ხშირად მოისმენთ ჩივილს საქართველოს შრომის ბაზარზე გარკვეული სპეციალისტების ნაკლებობის შესახებ. მაგალითად, სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიები ხშირად იძულებული არიან, დაიქირაონ უცხოელი ექსპერტები, რადგან საქართველოში ვერ პოულობენ ჯეროვნად კვალიფიცირებულ ინჟინრებსა თუ არქიტექტორებს. დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა ტექნიკურ სფეროსა და მეცნიერებებში.