XIX საუკუნის შუა ხანებში საქართველო ბევრად უფრო დანაწევრებული და უთანასწორო იყო, ვიდრე დღეს. ეს იყო საზოგადოება, რომელიც აერთიანებდა გაუნათლებელი გლეხების უზარმაზარ მასას (ძირითადად ყმები, რომლებიც ამუშავედნენ საკუთარი ბატონისა თუ ეკლესიის კუთვნილ მიწებს), ქალაქის მოსახლეობის ნაწილს (რომლის დიდი ნაწილი არ იყო ეთნიკური ქართველი, განსაკუთრებით თბილისში) და პროპორციულად შედარებით მრავალრიცხოვან დიდგვაროვანთა კლასს (5%-მდე), რომელიც ორგანიზებული იყო ხისტი იერარქიული სისტემის მიხედვით და განაგებდა ქვეყნის მიწების დიდ ნაწილს.
რა არის ოჯახი? ამ კითხვაზე, მაგალითად, შვედი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებთ „დედიკო, მამიკო და ბავშვები“. საინტერესოა, რას გიპასუხებდნენ საქართველოში? ქართველი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებდათ „ბებია, ბაბუა, დედა, მამა და ბავშვები“. მრავალთაობიანი ოჯახი, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკურად უფრო განვითარებული ნაწილი დღეს თითქმის აღარ იცნობს, ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ეიფორიული რეაქციები მოჰყვა ქართულ მედიასა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილების მიმღებთა შორის. ასოცირების შესახებ შეთანხების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). DCFTA მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციას ტარიფების დაწევით და არასატარიფო ბარიერების შემცირებით. სოფლის მეურნეობისთვის ყველაზე საჭირო ცვლილებები დაკავშირებულია საკვების უსაფრთხოებასა (ბაქტერიული მინარევები, პესტიციდები, ინსპექცია და ეტიკეტირება) და ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობასთან (ფიტოსანიტარია).
საქართველოში ხშირად სამსახური იშოვება არა სამართლიანი, წესისამებრ შერჩევის, არამედ პირადი კავშირების მეშვეობით. ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი, რომელსაც თითქმის არავინ არ უარყოფს. ეს იციან თითქმის ყველა ქართულ ფირმასა თუ დაწესებულებაში. საავადმყოფოში შეხვდებით „ექთანს“, რომელსაც ელემენტარული სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია, თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეხვდებით ფსიქიკურად დაავადებულ „დამლაგებელ ქალს“, რომელიც აგრესიული და უადგილო ქცევებით ხალხს აშინებს, რკინიგზის სადგურზე კი ბილეთს იყიდით მოლარისგან, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რეგულაციებზე, განრიგსა და მატარებლებზე.
ჭადრაკი ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი ბევრი ქართველი ნაცნობი ასაკოვანი ხალხია. მათ შორის არის რამდენიმე ყოფილი საბჭოთა მეცნიერი: ფიზიკოსი, მათემატიკოსი, სტატისტიკოსი და ინჟინერი. მას შემდეგ, რაც თბილისში ვცხოვრობ, ისინი ხშირად დამცინიან ჩემი სამეცნიერო მიღწევების გამო: „Ph.D. ხარისხით, – უყვართ ხოლმე თქმა, – საბჭოთა კავშირში მეცნიერებათა კანდიდატის მეტი ვერ გახდებოდი“.