რამდენიმე დღის წინ, ფილარმონიასთან, კოსტავაზე მივდიოდი და ჩავუარე მშენებლობას, რომელიც ტროტუარიდან ხის ღობით იყო გამოყოფილი. უეცრად გავიგე ქსოვილის გახევის ხმა. დიახ, ასე მოხდა! ჩემი მშვენიერი ზამთრის ქურთუკი გახია ჟანგიანმა ლურსმანმა, რომელიც ღობიდან იყო გამოშვერილი.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა და სხვა გამოკითხვების მიხედვითაც, პოლიცია ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინსტიტუტად მიიჩნევა. 2011 წელს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 88% დადებითად აფასებდა მის საქმიანობას. ამ მაჩვენებლით, პოლიცია, ეკლესიის შემდეგ (93%), მეორე ადგილს იკავებდა.
საქართველოში ხშირად ამბობენ — თავისუფლება მხოლოდ მთებშია! არცაა გასაკვირი, რადგან საუკუნეების განმავლობაში, პატარა ქართველ ერს მთები იცავდა მრავალი დამპყრობლის შემოსევისაგან და ეხმარებოდა თავისუფლების, უნიკალური კულტურის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში.
უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ აღმოსავლეთ დონბასი (დონეცკის და ლუგანსკის ამჟამად კონტროლირებადი ტერიტორია) გაყინული კონფლიქტური ზონა გახდება. ასევე ცხადია, რომ ამ ტერიტორიაზე უკრაინის მთავრობის გავლენა შესუსტდება და პარალელური, არაღიარებული „კვაზი სახელმწიფო“ ჩამოყალიბდება.
Democracy and Freedom Watch-ის 9 ოქტომბრის ახალი ამბების მიხედვით “საქართველოს ახალი, საკამათო კანონი იმიგრაციის შესახებ, შესაძლოა შეიცვალოს”. DFW წერს, რომ კანონმა „ქვეყნის ექსპატრიატთა საზოგადოებაში გაურკვევლობა და გაღიზიანება გამოიწვია. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ახალი კანონის განხორციელებისას რაიმე პრობლემა შეიქმნება „ჩვენ აუცილებლად ჩავასწორებთ მას”.