გასული წლის ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავების დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის უმეტეს ნაწილში საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა იყო და მოხმარება თითქმის ყოველთვის აჭარბებდა ადგილობრივ გამომუშავებას. ბოლო 12 თვის განმავლობაში გამონაკლისი იყო მაისი და ივნისი, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა მცირე დროით პოზიტიური გახდა, თუმცა ივლისში კვლავ ნეგატიურ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2019 წლის 1-ლი ივლისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გავრილოვის ბოლოდროინმდელმა სტუმრობამ საქართველოში, მის შედეგად გაუარესებულმა რუსულ-ქართულმა ურთიერთობებებმა და, აქედან გამომდინარე, უარყოფითმა ეკონომიკურმა შედეგებმა საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მაგალითად, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შეჩერების თაობაზე მოსახლეობაში შეშფოთების საგნად იქცა, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ტურიზმის სექტორზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2019 წლის 17 ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2018 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეკორდი დაამყარა, როდესაც 200 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე (86 მლნ. ბოთლი). საქართველოსთვის რეკორდული იყო აგრო ექსპორტის მთლიანი ღირებულებაც, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.