პროექტის მიზანია მულტიპლიკატორების შემუშავება, რომელთა გამოყენებითაც შეფასდება, რა არაპირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციები და გაზრდილი შემოსავლები.
2005 წელს, რადგან მობილური კავშირი არ იყო, ბიძაჩემს სოფელ ჯვარბოსლამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწია, რომ ჩემთვის უნივერსიტეტში ჩაბარება ეხარებინა. ახლა 2020 წელია, თუშეთის დიდ ნაწილში, მათ შორის ჯვარბოსელშიც, მობილური კავშირი ისევ არ არის, თუმცა მოსახლეობა უკვე უკაბელო ფართოზოლოვანი ინტერნეტით უკავშირდება დანარჩენ სამყაროს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2020 წლის იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
წელს, საქართველოს თითქმის ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე, გოდერძის გარდა, თოვლის ნაკლებობის გამო, ზამთრის სეზონი უჩვეულოდ გვიან დაიწყო. ბოლო წლებში, კლიმატის ცვლილებაზე და გლობალურ დათბობაზე მიმდინარე ცხარე განხილვების ფონზე, თოვლის ნაკლებობამ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ქვეყანაში ზამთრის ტურიზმის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის სამომავლო პერსპექტივებზე კითხვები გააჩინა. მსგავსი განვითარება მოულოდნელობას არ წარმოადგენდა, რადგან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც კი აცხადებს, რომ სამთო ტურიზმი განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისადმი (UNWTO, 2015).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2019 წლის წლიური ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.