შეავსე ფორმა
Logo
ბიზნესის განწყობის ინდექსი: მოლოდინები ბევრად უფრო რეალისტურია - Q4 2015
15 დეკემბერი 2015

ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 14-დან 11-მდე შემცირდა. ვაჭრობისა და ფინანსურმა სექტორებმა განსაკუთრებით დიდი კლება განიცადეს, მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სექტორის განწყობა გაიზარდა.

რუსულ-თურქული დრამა – საშობაო საჩუქარი ქართული ეკონომიკისთვის?
12 დეკემბერი 2015

24 ნოემბერს, თურქეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა ჩამოაგდო რუსული სუ-24, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა თურქეთის საჰაერო სივრცეში. ერთი პილოტი მოკვდა, მეორე სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა. ვლადიმერ პუტინმა ეს ფაქტი ზურგში ლახვრის ჩაცემად მონათლა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ყური არ ათხოვა თურქეთის გაფრთხილებებს მისი საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უდარდელად განაცხადა, რომ ამ ფაქტის გამო ბოდიშს თურქეთი კი არა, რუსეთი უნდა იხდიდეს.

თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რა გინდა ქუთაისში?
07 დეკემბერი 2015

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ რაჭველებზე ამბობენ, რომ დინჯები არიან, ქცევაშიც და საუბარშიც. ეს რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ, რაჭველები რომ სულელები არ არიან, ცხადია. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტყველებს ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მათ მიერ მიღებული ქულები. 2012 წელს, მოსწავლეებმა რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მიღებული შედეგების საშუალო მაჩვენებლით მეორე ადგილი დაიკავეს თბილისის შემდეგ.

როგორ აღვზარდოთ კრეატიული თაობა?
06 დეკემბერი 2015

ყოველი ადამიანი იბადება მილიარდობით ნეირონითა და ნერვული უჯრედებით, რომლებიც ქმნიან ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემის ქსელებს. ნეირონების ქსელების სტრუქტურა წარმოადგენს სწავლის, მეხსიერებისა და სხვა შემეცნებითი უნარ-ჩვევების საფუძველს.

საქართველოს მოსავლის დაზღვევის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
30 ნოემბერი 2015

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა