მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არასდროს დამდგარა მსგავსი ომის სასურსათო კრიზისის საფრთხის წინაშე, კოალიცია ქართული ოცნების მიერ 2013-2015 წლებში განხორციელებული სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ამბიციებს მოკლებული ნამდვილად არ არის, ცდილობს რა სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ ათწლეულის განმავლობაში მცირემიწიანი ფერმერების მეურნეობის „აქტიური უარყოფის“ კომპენსირებას.
ფულადი დახმარება სიღარიბესთან ბრძოლის გავრცელებული საშუალებაა მთელს მსოფლიოში. განვითარებადი ქვეყნები, როგორც წესი, მშპ-ის 1%-2%-ს ხარჯავენ ამგვარ ტრანსფერებზე (“Cash Transfers: a Literature Review”, DFID Policy Division, 2011). მსგავს პროგრამებს უცხოელი დონორებიც აქტიურად აფინანსებენ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
(პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც) „ბნელ“ 90-იანებში გაზრდილ ბევრ ქართველს ემახსოვრება ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი, რომელსაც პერიოდულად, 5-წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები იღებდნენ. სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად, იყო რძის ფხვნილის შავ-თეთრი კოლოფიც, რომელიც შემდეგ, ბევრ ოჯახში, საყვავილის ფუნქციასაც ითავსებდა...
პროექტის მიზანია 2004 წელს ექპერტულ-ნორმატიული მეთოდით განსაზღვრული საჭიროების ინდექსის კოეფიციენტების რევიზია. 2004 წლის ექსპერტულ-ნორმატიული შეფასებისათვის დოკუმენტში გამოვყენებთ ისეთ ტერმინებს როგორიცაა „წინა შეფასება“, „ძველი მეთოდი“ ან სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზას. კოეფიციენტების გამოთვლაში გამოყენებულია სხვადასხვა საქონლის ფასები, ასევე იმდეროინდელი ბიუჯეტი და ფასები.