
2025 წლის 28 აპრილს ISET-მა უმასპინძლა მსოფლიო ბანკს უმასპინძლა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი ანგარიში “ფისკალური რეალობების ნავიგაცია თანასწორი ზრდისთვის საქართველოში", რომელიც შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით შემუშავდა.

მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 1/3, იქმნება მშპ-ის 50% და ქალაქი ზრდას განაგრძობს. ეს კი იმის ფონზე, რომ მუნიციპალიტეტებში, გამონაკლისის გარდა, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, სიღარიბის და უმუშევრობის დონე მაღალია და ეკონომიკა ნელა ვითარდება. საქართველოს მოსახლეობის 48% სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 6.85 აშშ დოლარს ან ნაკლებს მოიხმარს (2017 წლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით).

4 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო სემინარს, რომელიც დაეთმო დისკუსიას თბილისში ჰაერის დაბინძურების, სიღარიბისა და თანასწორობის შესახებ. მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და თანასწორობის პრაქტიკის ეკონომისტებმა, ალან ფუქსმა და სანდრა ბაკიმ წარადგინეს მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა, „სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში“ და მოწვეულ სტუმრებთან ისაუბრეს ამ აქტუალურ საკითხზე სიღრმისეული კვლევისა და დიალოგის მნიშვნელობაზე.

2 ნოემბერს ISET-მა უმასპინძლა საჯარო სემინარს "სიღარიბე და უთანასწორობა: მსოფლიოში და საქართველოში", რომელსაც უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტები, ამბარ ნარაიანი, სიღარიბის და თანასწორობის GP პრაქტიკის მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, და ასად ალამი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.

18 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოსთვის მომზადებული სისტემატური დიაგნოსტიკის კვლევის წარდგენას დაეთმო.