შეავსე ფორმა
Logo
პროფ. ანდრე დე პალმამ დაბალი ემისიის ზონების პოტენციურ ეკონომიკურ და სოციალურ გავლენაზე ისაუბრა
14 ნოემბერი 2023

14 ნოემბერს ISET-მა CY Cergy Paris Université, THEMA-ს გამორჩეულ პროფესორს, დრ. ანდრე დე პალმას უმასპინძლა, რომელმაც საჯარო სემინარზე წარადგინა თემა „დაბალი ემისიის ზონების გავლენა სივრცულ და ეკონომიკურ უთანასწორობებზე დინამიური ტრანსპორტის სიმულატორის გამოყენებით“. პროფ. დე პალმას პრეზენტაცია ეხებოდა ჰაერის დაბინძურების უმნიშვნელოვანეს საკითხს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ჰაერის დაბინძურებამ 2023 წელს ევროკავშირში 311,000 ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია, მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა კი 224 მილიარდი ევრო (მშპ-ის 1.4%) მიაღწია.

მსოფლიო ბანკის ეკონომისტებმა ISET-ში გლობალურ და ქართულ კონტექსტში კეთილდღეობასა და უთანასწორობაზე ისაუბრეს
02 ნოემბერი 2023

2 ნოემბერს ISET-მა უმასპინძლა საჯარო სემინარს "სიღარიბე და უთანასწორობა: მსოფლიოში და საქართველოში", რომელსაც უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტები, ამბარ ნარაიანი, სიღარიბის და თანასწორობის GP პრაქტიკის მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, და ასად ალამი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.

საპენსიო სააგენტო ISET-ს ესტუმრა და სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა
28 მარტი 2023

28 მარტს ISET-მა საპენსიო სააგენტოს დირექტორს, გიორგი დანელიასა და მთავარ საინვესტიციო დირექტორს გიორგი მელიქიძეს უმასპინძლა, რომლებიც სტუდენტებსა და მკვლევარებს შეხვდნენ და საპენსიო სააგენტოს მისიასა და ამოცანებზე ისაუბრეს.

ISET-მა მსოფლიო ბანკის სემინარს უმასპინძლა განათლებასა და ინოვაციებზე
28 თებერვალი 2023

28 თებერვალს ISET-მა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალუზი აზიის მთავარ ეკონომისტს, ბატონ ივაილო იზვორსკის, უმასპინძლა, რომელმაც სემინარი ჩაატარა თემაზე „განათლება და ინოვაციები ეკონომიკური ზრდისთვის“. სემინარს ესწრებოდნენ ISET-ის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მკვლევარები. ბატონმა იზვორსკიმ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება და ინოვაციები ეკონომიკური ზრდისა და განვითარბის ხელშეწყობაში და რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე განათლების სისტემები.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინ სემინარზე შეაფასა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
21 დეკემბერი 2022

21 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძებას „რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკაზე?“. სემინარი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, იაროსლავა ბაბიჩმა, წაიყვანა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ომს ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკაზე.

შეავსე ფორმა