4 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო სემინარს, რომელიც დაეთმო დისკუსიას თბილისში ჰაერის დაბინძურების, სიღარიბისა და თანასწორობის შესახებ. მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და თანასწორობის პრაქტიკის ეკონომისტებმა, ალან ფუქსმა და სანდრა ბაკიმ წარადგინეს მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა, „სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში“ და მოწვეულ სტუმრებთან ისაუბრეს ამ აქტუალურ საკითხზე სიღრმისეული კვლევისა და დიალოგის მნიშვნელობაზე.
14 ნოემბერს ISET-მა CY Cergy Paris Université, THEMA-ს გამორჩეულ პროფესორს, დრ. ანდრე დე პალმას უმასპინძლა, რომელმაც საჯარო სემინარზე წარადგინა თემა „დაბალი ემისიის ზონების გავლენა სივრცულ და ეკონომიკურ უთანასწორობებზე დინამიური ტრანსპორტის სიმულატორის გამოყენებით“. პროფ. დე პალმას პრეზენტაცია ეხებოდა ჰაერის დაბინძურების უმნიშვნელოვანეს საკითხს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ჰაერის დაბინძურებამ 2023 წელს ევროკავშირში 311,000 ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია, მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა კი 224 მილიარდი ევრო (მშპ-ის 1.4%) მიაღწია.
2 ნოემბერს ISET-მა უმასპინძლა საჯარო სემინარს "სიღარიბე და უთანასწორობა: მსოფლიოში და საქართველოში", რომელსაც უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტები, ამბარ ნარაიანი, სიღარიბის და თანასწორობის GP პრაქტიკის მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, და ასად ალამი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.
28 მარტს ISET-მა საპენსიო სააგენტოს დირექტორს, გიორგი დანელიასა და მთავარ საინვესტიციო დირექტორს გიორგი მელიქიძეს უმასპინძლა, რომლებიც სტუდენტებსა და მკვლევარებს შეხვდნენ და საპენსიო სააგენტოს მისიასა და ამოცანებზე ისაუბრეს.
28 თებერვალს ISET-მა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალუზი აზიის მთავარ ეკონომისტს, ბატონ ივაილო იზვორსკის, უმასპინძლა, რომელმაც სემინარი ჩაატარა თემაზე „განათლება და ინოვაციები ეკონომიკური ზრდისთვის“. სემინარს ესწრებოდნენ ISET-ის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მკვლევარები. ბატონმა იზვორსკიმ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება და ინოვაციები ეკონომიკური ზრდისა და განვითარბის ხელშეწყობაში და რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე განათლების სისტემები.