საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 22,101.7 მლნ ლარს შეადგენდა, მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 9.6%, ხოლო მშპ-ის დეფლატორი – 2.5% იყო. ეს ზრდა სხვადასხვა სექტორში დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული: მასპინძლობასთან და კვებით სექტორთან დაკავშირებული საქმიანობა გაიზარდა 35.7%-ით, განათლება – 21.3%-ით, შინასამეურნეო საქმიანობა, როგორიცაა დამსაქმებლებისა და მწარმოებლების მიერ პირადი მოხმარებისათვის საქონლის წამოება და მომსახურებების გაწევა – 17.3%-ით, ტრანსპორტირება და სასაწყობო საქმიანობა – 16.1%-ით, საჯარო ადმინისტრირება და თავდაცვა, მათ შორის სოციალური უსაფრთხოება – 13.3%-ით, მშენებლობა – 13%-ით.
წინამდებარე მიმოხილვა ეხება საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობე-ლობის ფაქტორით გამოწვეულ რისკებს. რუსეთის მიერ ბიზნეს აქტივე-ბის ფლობა კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში, როგორებიცაა, მაგა-ლითად, ელექტროენერგია და კომუნიკაციები, საქართველოს აყენებს პოლიტიკური ზეგავლენის, კორუფციის, ეკონომიკური მანიპულაციის, ჯაშუშობის და სანქციების დაწესების რისკის ქვეშ. აღნიშნული რისკების შესამცირებლად რეკომენდებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის დანერგვა, რომლის საშუალებითაც შემოწმდება რუსეთიდან შემომავალი ინვესტიციები საქართველოში; აგრეთვე, მნიშვ-ნელოვანია, რუსულ ბიზნეს მფლობელობასთან დაკავშირებული რისკები განიხილებოდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებ-ში და დაჩქარდეს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის რე-ფორმა.
3 ოქტომბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და Zinc Network-მა უმასპინძლეს საჯარო პრეზენტაციას, რომელზეც ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ფაქტორებით გამოწვეული რისკების კვლევის შედეგები წარადგინა. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შესწავლილ ინდუსტრიებში რუსეთის მფლობელობაში არსებული ბიზნეს აქტივების სექტორული მიმოხილვის შედეგად ირკვევა, რომ ასეთი აქტივების მოცულობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია ელექტროენერგიის სექტორში, რასაც მოსდევს ნავთობისა და ბუნებრივი აირის, კომუნიკაციების, სამთო მოპოვების და მინერალური წყლების სექტორები.
6 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ, კოალიციის "ინფორმაციის სანდოობისთვის" პირველ წლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში რუსულ კაპიტალთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებზე ისაუბრა.