საქართველო ღვინის სამშობლოა – ქვეყანაში მეღვინეობის ტრადიცია 8000 წელს ითვლის. შესაბამისად, ქართულ მეღვინეობას უამრავი ტრადიცია უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია „რთველი“ – ყურძნის მოსავლის აღება, რომელიც სექტემბერში იწყება და მთელი შემოდგომა გრძელდება საზეიმო ღონისძიებების თანხლებით.
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა მუდმივად ახორციელებდა ყურძნის, ვაშლისა და მანდარინის წარმოების სუბსიდირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მანდარინის სუბსიდირების მიმდინარე პროგრამით, 900 ათასი ლარი დაიხარჯება „არასტანდარტული“ (შედარებით დაბალი ხარისხის ხილის) მანდარინის სუბსიდირებაზე.
საქართველოში ტრადიციული რთველი 26 აგვისტოს დაიწყო. მთავრობამ გადაწყვიტა, მწარმოებლებს ყურძნის რეალიზებაში დაეხმაროს, რაც ყურძნის მოსავლის სუბსიდირებას გულისხმობს. სუბსიდირების რაოდენობამ რქაწითელის ან კახური მწვანეს შემთხვევაში, 1 კგ-ზე 0.8 ლარიდან 0.3 ლარი შეადგინა. აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა ყურძნის რეალიზაციის პროცესშიც ჩაერთვება. ღვინის სექტორის მხარდაჭერა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.