საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ცოტა ხნის წინ 500 მილიონ აშშ დოლარად 7 ტონა მაღალი ხარისხის მონეტარული ოქრო შეიძინა, რაც ეროვნული ბანკის მთლიანი რეზერვების დაახლოებით 11%-ს შეადგენს. ეს იყო პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს სავალუტო რეზერვებს ოქრო დაემატა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წლის 11 მარტს COVID-19-ის ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი გახდა. პანდემიამ და მისმა თანმხლებმა ცვლილებებმა (მაგალითად, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ) ადამიანების ცხოვრების არაერთ ასპექტზე, მათ შორის შრომის ბაზარზე ჩართულობასა და ქცევაზე, იმოქმედა. ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი. კრიზისის უპრეცედენტო ხასიათმა ქვეყნის ისედაც არასტაბილური შრომის ბაზრისათვის უპრეცედენტო შედეგები გამოიღო.
ამ ზაფხულს რუსეთი კვლავ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად როგორც FIFA-ს 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი და არა როგორც მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპანტი. თითქმის მთელი მსოფლიო საფეხბურთო ციებ-ცხელებამ შეიპყრო და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ქუჩაში სხვადასხვა ნაკრების მაისურით მოსიარულე არაერთ ადამიანს შეხვდებით.
პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს (იხ. სურათი 1) მიაღწია და 2017 წლის ივნისის ბოლო კვირას 2,900 აშშ დოლარს აცდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოულოდნელად ბაზარზე ოპტიმისტური განწყობა გაჩნდა ბიტკოინის მიმართ, შესაძლოა, არის ის, რომ იაპონიის მთავრობამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად აღიარა გაცვლის საშუალებად. ამან ბიტკოინს მეტი დამაჯერებლობა შესძინა აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყანაში. ამასთან, მკვეთრად მომრავლდა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემები, რომლებიც ბიტკოინს იყენებს ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გასაგზავნად.
მომდევნო შაბათ-კვირას ბაქო მის ისტორიაში უკვე მეორედ უმასპინძლებს ფორმულა 1-ის გრან პრის. ავტორბოლებზე შეყვარებულმა და იმ ფაქტით აღტაცებულმა, რომ ცხოვრებაში პირველად დავესწრები რბოლას (და ვესტუმრები ბაქოს), გადავწყვიტე, შემესწავლა ასეთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ეფექტი მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე.