2007 წელს იერუსალიმში მიმავალი ამერიკელი ბიზნესმენი და ისრაელის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მეგობარი, ეჰუდ ოლმერტი გზად დამასკოს ეწვია. იმ დილით, როდესაც ისრაელში უნდა გამგზავრებულიყო, კარზე ბუხაბარატის, სირიის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა დააკაკუნეს. სირიის აგენტებმა დაამშვიდეს შეშინებული ბიზნესმენი: მას საწამებელ ციხეში წაყვანას არავინ უპირებდა, რომლებიც მრავლად იყო სირიაში. მათ, უბრალოდ, უნდოდათ, გაეგოთ, რომელი იყო ეჰუდ ოლმერტის საყვარელი კერძი.
2014 წლის ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ვიზის ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან ცოტა ხანში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში მომიწია ჩასვლა. უკანა გზაზე, სეულის აეროპორტში უსიამოვნო სიურპრიზი მელოდა. ახალგაზრდა ბორტ-გამცილებელმა შეამოწმა ჩემი (ისრაელის) პასპორტი და განმიცხადა, რომ, არსებული სისტემის მიხედვით, სტამბოლის რეისზე დავიშვებოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წარმოვადგენდი საქართველოს ბინადრობის მოწმობას ან შევიძენდი კორეაში უკან დასაბრუნებელ ბილეთს.
1977 წელს ჩემმა ოჯახმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საცხოვრებლად ისრაელში გადავედით. „ალია“ (ებრაელთა გადასახლება ისრაელის მიწაზე) კარგად გადმოსცემს ებრაული დიასპორის „რეპატრიაციას“ (ჩემ შემთხვევაში, სანქტ-პეტერბურგიდან) წმინდა მიწაზე. ეტიმოლოგიურად, „ალია“ მოდის ძველი ებრაული ტრადიციიდან, რომლის თანახმადაც ებრაელები ყოველ წელს მიდიოდნენ მოსალოცად იერუსალიმში (რომელიც ზღვის დონიდან 1 კმ-ზე მდებარეობს).
ერთი წლის წინ, 2014 წლის მარტში, ისრაელის საელჩომ საქართველოში ქართულ-ებრაულ ფორუმზე გამოსასვლელად მიმიწვია. ბევრი მიზეზის გამო ჩემი პრეზენტაცია 1977 წელზე საუბრით დავიწყე. ამ მიზეზთაგან ერთ-ერთი პირადი იყო – ამ წელს ჩემი ოჯახი სანკ-პეტერბურგიდან საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ 1977 წლის ისრაელი ძალიან ბევრი რამით (თუმცა ყველაფრით არა) ჰგავს დღევანდელ საქართველოს.
რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ელჩმა, მისმა აღმატებულება იუვალ ფუქსმა ISET-ში სტუმრობისას ისაუბრა ისრაელის საოცარ გარდაქმნაზე — აგრარული სახელმწიფოდან ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკად. ელჩის თქმით, თუ მის ახალგაზრდობაში ისრაელი ცნობილი იყო ფორთოხლის წარმოებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მაღალი ტექნოლოგიების სექტორს დღესდღეობით მრავალ ასპექტში ამერიკისა და ევროპის ინდუსტრიებიც კი ვერ უწევენ ღირსეულ კონკურენციას.