13
აგვისტო
2025
პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად დაიწყო აღდგენა: რეალურმა მშპ-მა გადააჭარბა პანდემიამდელ ტენდენციებს, შრომის ბაზრის მაჩვენებლები კი შესამჩნევად გაუმჯობესდა. ამ ანგარიშით ვეცდებით შევაფასოთ, რეალურად ასახავს ეს აღდგენა ნამდვილ სტრუქტურულ ტრანსფორმაციას თუ ნიღბავს შრომის ბაზრის პოლარიზაციის სიღრმისეულ გამოწვევებს.
13
თებერვალი
2023
პროექტი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება (LED) საქართველოში“ ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაკვეთით, კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს შვეიცარული ორგანიზაცია HELVETAS. პროექტის მიზანია, ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკური განვითარების პროცესში, სხვადასხვა აქტორის ჩართულობა გაძლიერდეს.
19
დეკემბერი
2022
პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესება დასაქმების პერსპექტივის შექმნის გზით. ამ მიზნის მიღწევა შეიძლება დევნილთა და ეკომიგრანტთა პროფესიული განათლების ხელშეწყობით, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე.
27
სექტემბერი
2021
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წლის 11 მარტს COVID-19-ის ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი გახდა. პანდემიამ და მისმა თანმხლებმა ცვლილებებმა (მაგალითად, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ) ადამიანების ცხოვრების არაერთ ასპექტზე, მათ შორის შრომის ბაზარზე ჩართულობასა და ქცევაზე, იმოქმედა. ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი. კრიზისის უპრეცედენტო ხასიათმა ქვეყნის ისედაც არასტაბილური შრომის ბაზრისათვის უპრეცედენტო შედეგები გამოიღო.
22
მარტი
2021
COVID-19-ის პანდემიამ ეკონომისტებს არაერთი კითხვა გაუჩინა, თუმცა მკვლევრების უმეტესობა აქცენტს განვითარებულ ეკონომიკებსა და ვირუსის მიერ ეკონომიკისთვის მიყენებულ „იარებზე“ აკეთებს. თუმცა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც დაინტერესდა, როგორ განვითარდება ქალაქები პანდემიის შემდეგ. ამ ეკონომისტების დაკვირვებით ეპიდემიის ეპიცენტრი გახდა დიდი, ტურისტული ქალაქები. მათგან განსხვავებით, პატარა ქალაქები შედარებით გადაურჩა ვირუსს. ვირუსისგან ნაკლებად დაზარალდა სოფლის ტიპის დასახლებებიც, თუმცა, რეგიონებს შორის განსხვავებაც საკმაოდ დიდია.