შეავსე ფორმა
Logo

RIA

პროფესიული განათლებისა და დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამების გენდერული ზეგავლენის შეფასება
ორშაბათი, 19 დეკემბერი, 2022

პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესება დასაქმების პერსპექტივის შექმნის გზით. ამ მიზნის მიღწევა შეიძლება დევნილთა და ეკომიგრანტთა პროფესიული განათლების ხელშეწყობით, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე. რაც შეეხება თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, მისი მიზანია დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესება თვითდასაქმების პერსპექტივის შექმნის გზით და ასევე, მიზნად ისახავს დევნილებსა და ეკომიგრანტებს შორის პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.

გენდერული ზეგავლენის გუნდმა გააანალიზა პროგრამების საერთო ზეგავლენა სხვადასხვა განზომილების მიხედვით. სიღრმისეული ანალიზის შემდეგ გაკეთდა რამდენიმე დასკვნა:

  • შერჩეული პროგრამები განიხილავს მონაწილეებს, როგორც ჰომოგენურ ჯგუფს; არ არსებობს გენდერული კვოტები ან გენდერულად სპეციფიკური კრიტერიუმები და სააგენტო მიზანმიმართულად არ ახდენს კონკრეტული გენდერული ჯგუფების მონაწილეობის წახალისებას. ამგვარად, ორივე პროგრამა გენდერულად ნეიტრალურია.
  • პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა აღწევს თავის კონკრეტულ მიზანს, ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მიღებას სამიზნე აუდიტორიაში, რამეთუ მგზავრობა მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ამ ჯგუფისათვის. რაც შეეხება პროგრამის ზოგად მიზანს, დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაქმების პერსპექტივის შექმნის გზით, ამ მიზნის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ცალკე აღებული ერთი პროგრამა ვერ იქნება საკმარისი მის მისაღწევად. ამ ზოგადი მიზნის მიღწევა დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, რომელთა უმრავლესობაზე სააგენტოს გავლენა ვერ ექნება.
  • დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა აღწევს თავის მიზანს, კერძოდ მონაწილეთა სოციალურ- ეკონომიკური ინტეგრაცია და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესება დასაქმების უკეთესი შესაძლებლობების შექმნით; თუმცა, პროგრამა არ არის ეფექტიანი დევნილთა და ეკომიგრანტთა შორის პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით.
შეავსე ფორმა