შეავსე ფორმა
Logo

RIA

ქარსაფარი ზოლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
ორშაბათი, 06 მაისი, 2019

ქარსაფარ ზოლებს დადებითი ზეგავლენა აქვს მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ქარსაფარი ზოლების დადებითი ზეგავლენა აღიარებულია დაინტერესებული მხარეების მიერ, საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, ქარსაფარი ზოლების უმეტესობა დღეს განადგურებულია და საჭიროებს რეაბილიტაცია.

კვლევა თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ქარსაფარი ზოლების საკითხის დარეგულირებაში აუცილებელია იმისათვის, რომ:

  • მოხდეს ნიადაგის დაცვა ეროზიისგან;
  • გაიზარდოს ნიადაგის ნაყოფიერება და შესაბამისად სოფლის მეურნეობის გამოშვება;
  • მოხდეს ქარსაფარი ზოლების რეგულირება, რათა დაინტერესებულმა მხარეებმა იმუშაონ ამ სფეროში;
  • შეიქმნას იურიდიული საფუძველი ჯარიმებისთვის ქარსაფარი ზოლების საზიანო აქტივობების შემთხვევაში;
  • ნათლად განისაზღვროს დაინტერესებული მხარეების მოვალეობები და პასუხისმგებლობები;
  • თავიდან იქნეს აცილებული ქარსაფარი ზოლების არამდგრადი მართვით მიღებული ცუდი გამოცდილება (მაგ., ხანძრები), რაც წარსულში ხდებოდა;
  • მოხდეს ფინანსური სახსრების მოზიდვა დაინტერესებული მხარეებიდან (საჯარო და კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ა.შ.);
  • მოხდეს ქარსაფარი ზოლების ოფიციალური დარეგისტრირება და მათ მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი, რასაც მოყვება ფერმერების მიერ ქარსაფარი ზოლების უფრო ეფექტური მართვა. 
შეავსე ფორმა