შეავსე ფორმა
Logo

RIA

ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
ოთხშაბათი, 28 თებერვალი, 2018

ეკოლოგიური და ინდუსტრიული ცვლილებების ხანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არამხოლოდ იცავს სახეობებსა და მათ ჰაბიტატებს, არამედ ეკოსისტემური სერვისების სახით სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის. ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებისა თუ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონზე მუშაობა. თუმცა მოსამზადებელი პროცესი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო.

2017 წლის ივნისში სამინისტრომ გადაწყვიტა კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარება, რათა შეფასებულიყო, რა დადებითი და უარყოფითი გავლენა ექნებოდა ახალ კანონმდებლობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებზე. რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში სამინისტროს გერმანიის თანამშრომლობის ფონდი (GIZ) დაეხმარა. აღნიშნულ ანგარიშში სწორედ ამ რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგებია წარმოდგენილი.

შეავსე ფორმა