გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ავტორები
მსგავსი RIA
ყველას ნახვაპროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზემოქმედების შეფასება (GIA) ჩატარდა ISETის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტის „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”. ეს კვლევა წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ ინიცირებულ და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავლის“ ექს-ანტე (ex-ante) GIA-ს.
ქარსაფარ ზოლებს დადებითი ზეგავლენა აქვს მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ქარსაფარი ზოლების დადებითი ზეგავლენა აღიარებულია დაინტერესებული მხარეების მიერ, საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, ქარსაფარი ზოლების უმეტესობა დღეს განადგურებულია და საჭიროებს რეაბილიტაცია.
ეკოლოგიური და ინდუსტრიული ცვლილებების ხანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არამხოლოდ იცავს სახეობებსა და მათ ჰაბიტატებს, არამედ ეკოსისტემური სერვისების სახით სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის. ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებისა თუ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონზე მუშაობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.