შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების რეფორმის შეფასება
ორშაბათი, 22 იანვარი, 2024

შენიშვნა: რეფორმეტრის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის შეფასება ჩატარდა ერთხელ: I ფაზა – 2023 წლის დეკემბერი.

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის (შემდეგში „SME რეფორმის“) პროგრესის შეფასება დაკავშირებულია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიითა და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებთან. სტრატეგია მიზნად ისახავს პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენას და მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.

სტრატეგია მოიცავს 7 ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას, მათ შორის:

  1. საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ოპერაციული გარემოს გაუმჯობესება;
  2. უნარების განვითარებისა და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა;
  3. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
  4. ექსპორტის ზრდისა და ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა;
  5. გაციფრულების, კვლევისა და განვითარების ხელშეწყობა;
  6. ქალთა მეწარმეობის განვითარება;
  7. მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

SME განვითარების სტრატეგიის განხორციელების პროცესში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ჩართულია სააგენტო „აწარმოე საქართველოში", ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სოფლის განვითარების სააგენტო, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეროვნული ბანკი, საქსტატი და სხვა უწყებები.

შეავსე ფორმა