შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ფაქტორებით გამოწვეული რისკების კვლევა
ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2023

კვლევის მიზანია იმ პოტენციური რისკების შესწავლა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში რუსეთის მოქალაქეების ან რუსი კომერციული სუბიექტების მიერ ქართული ბიზნეს აქტივების ფლობასთან. კვლევა ეფუძნება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ აქამდე ჩატარებულ სექტორულ ანალიზს. კერძოდ, ამ ანგარიშში შეფასებულია ის პოტენციური რისკები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მიერ ბიზნეს აქტივების ფლობას შესწავლილ რვა სექტორში: ელექტროენერგია, ნავთობი და ბუნებრივი აირი, კომუნიკაციები, სამთო მოპოვება და მინერალური წყლები, ტურიზმი, საბანკო, სამშენებლო და ტრანსპორტირების სექტორები.

შესწავლილ ინდუსტრიებში რუსეთის მფლობელობაში არსებული ბიზნეს აქტივების სექტორული მიმოხილვის შედეგად ირკვევა, რომ ასეთი აქტივების მოცულობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია ელექტროენერგიის სექტორში, რასაც მოსდევს ნავთობისა და ბუნებრივი აირის, კომუნიკაციების, სამთო მოპოვების და მინერალური წყლების სექტორები. ტურიზმის, საბანკო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორებში რუსული კაპიტალის არსებობით გამოწვეული გავლენა მცირეა ან არ არსებობს.

რუსეთის მიერ ბიზნეს აქტივების ფლობით გამოწვეული კონკრეტული საფრთხეების გამოსავლენად ჩატარებული წინამდებარე კვლევა ეფუძნება ლიტერატურის სიღრმისეულ მიმოხილვას და ხარისხობრივ, ექსპერტულ ინტერვიუებს. კვლევაში რუსეთი მიჩნეულია გლობალურ საფრთხედ, ხოლო მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიერ ბიზნეს აქტივების ფლობა – ჰიბრიდულ საფრთხედ. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსული ბიზნეს მფლობელობის კონცენტრაციას საქართველოს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრატრუქტურაში, როგორიცაა: ელექტროენერგიის, კომუნიკაციების და სხვა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომლის დაზიანება უსაფრთხოების ხარისხს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

შეავსე ფორმა