შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

მაღალმთიანი რეგიონების კონკურენტული უპირატესობის კვლევა
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი, 2019

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, „საქართველო 2020“-ის თანახმად, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:

  • ეკონომიკის რეალური (წარმოების) სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა;
  • ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება;
  • ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება;
  • ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატაკლიზმების რისკების თავიდან აცილება.

რეგიონული განვითარებისათვის საჭირო პოლიტიკის ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ენიჭება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მიღწევაში. მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოს რეგიონების შედარებითი კონკურენტული უპირატესობების, მათი სპეციფიკის, არსებული პოტენციალის გამოვლენა და ოპტიმალურად გამოყენება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ძლიერი და კონკურენტუნარიანი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაზრდას.

შეავსე ფორმა