გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ავტორები
მსგავსი პოლიტიკის დოკუმენტები
ყველას ნახვასურსათის ფასების ზრდა და მათი არასტაბილურობა გლობალური პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით იმ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს აზიანებს, სადაც დანახარჯები სურსათზე შედარებით მაღალია. როგორც წესი, ფასების ზრდის დინამიკასა და არასტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები სურსათის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
ბოლო წლების განმავლობაში ხორბლის საერთაშორისო ფასები სერიოზული პოლიტიკური მღელვარების მიზეზად იქცა. განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის ომის დროს, როდესაც რუსეთი პერიოდულად წყვეტდა მარცვლეულის ექსპორტს, რათა გავლენა მოეხდინა მსოფლიო ფასებზე.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის განმარტების თანახმად, ბიომრავალფეროვნება გულისხმობს „ყველა სახეობის ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის, ხმელეთზე, ზღვებსა და წყლის სხვა ეკოსისტემებსა თუ ეკოლოგიურ კომპლექსებში მაცხოვრებელი ცოცხალი ორგანიზმების ცვალებადობას; ის ასევე მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობებში, სახეობებს შორის და ეკოსისტემებში“. ზოგადად კი, კონვენცია ეხება არსებული ეკოსისტემებისა და დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში სურსათის ფასები იზრდებოდა და სურსათის ფასების ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, რაც ძირითადად განაპირობებული იყო საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციებით, რომლებზეც გავლენა იქონია წარმოების შემცირებით გამოწვეულმა მოლოდინებმა, ნავთობის ფასების ზრდამ და, ასევე, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ზეწოლა გაზარდა სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც ფასები უკვე ისედაც აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა.