2016 წლის 3 ივნისს, ქ. ქუთაისში, სასტუმრო „არგოში“ გაიმართა ჩაის კოოპერატივების სამუშაო შეხვედრა. ეს იყო ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ CARE საერთაშორისო კავკასიასთან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით ორგანიზებული მესამე ღონისძიება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დიალოგების სერიიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტის – „თანამშრომლობა სოფლის კეთილდღეობისათვის საქართველოში“ – ფარგლებში.
ეს შეხვედრა იყო 2015 წლის 1 ივლისს ჩატარებული ჩაის ფორუმის გაგრძელება და მიზნად ისახავდა, მრგვალი მაგიდის გარშემო შეეკრიბა ამ სექტორში ჩართული ყველა მხარე, რათა განეხილა ჩაის კოოპერატივების წინაშე არსებული დაბრკოლებები, რაც დაკავშირებულია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი“ მონაწილეობას.