საქართველოს თხილის სექტორის მიმოხილვა: წარსულის ტენდენციები და მომავლის პერსპექტივები
20
თებერვალი
2023
ისტორიულად თხილი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურას წარმოადგენს ეკონომიკური ღირებულების მხრივ; საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და თხილის მოსაყვანად შესაფერისი ნიადაგი და კლიმატური პირობები აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მეოთხე საუკუნეში, ადგილობრივი მოსახლეობა აშენებდა თხილის ველურ ჯიშებს, რომლებმაც შემდეგ ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია განიცადეს და შედეგად თხილის სხვადასხვა ადგილობრივი ჯიში ჩამოყალიბდა.