გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ავტორები
მიმაგრებული ფაილი
მსგავსი პოლიტიკის დოკუმენტები
ყველას ნახვასაქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც „ოფშორების კანონის“ სახელითაა ცნობილი, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოს ფინანსური სისტემის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკის დოკუმენტში მიმოვიხილავთ, რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები მომავალში საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლებლობის შესახებ საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია.
ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
წინამდებარე მიმოხილვა ეხება საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობე-ლობის ფაქტორით გამოწვეულ რისკებს. რუსეთის მიერ ბიზნეს აქტივე-ბის ფლობა კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში, როგორებიცაა, მაგა-ლითად, ელექტროენერგია და კომუნიკაციები, საქართველოს აყენებს პოლიტიკური ზეგავლენის, კორუფციის, ეკონომიკური მანიპულაციის, ჯაშუშობის და სანქციების დაწესების რისკის ქვეშ. აღნიშნული რისკების შესამცირებლად რეკომენდებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის დანერგვა, რომლის საშუალებითაც შემოწმდება რუსეთიდან შემომავალი ინვესტიციები საქართველოში; აგრეთვე, მნიშვ-ნელოვანია, რუსულ ბიზნეს მფლობელობასთან დაკავშირებული რისკები განიხილებოდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებ-ში და დაჩქარდეს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის რე-ფორმა.
უკანასკნელ წლებში გაციფრულება კვლავაც განაგრძობს გლობალური კონტექსტის გარდაქმნას და გავლენას ახდენს ცხოვრების და ბიზნესის კეთების ყველა ასპექტზე. პანდემიამ დააჩქარა ციფრული ტექნოლოგიების ათვისება და ის კრიტიკულ ფაქტორად აქცია ბიზნესების სიცოცხლისუნარიანობისთვის.