პოლიტიკის დოკუმენტები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 1/3, იქმნება მშპ-ის 50% და ქალაქი ზრდას განაგრძობს. ეს კი იმის ფონზე, რომ მუნიციპალიტეტებში, გამონაკლისის გარდა, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, სიღარიბის და უმუშევრობის დონე მაღალია და ეკონომიკა ნელა ვითარდება. საქართველოს მოსახლეობის 48% სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 6.85 აშშ დოლარს ან ნაკლებს მოიხმარს (2017 წლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით).
ეს პუბლიკაცია მოიცავს უცხოურ ვალუტაში საქართველოს მთლიან საერთაშორისო რეზერვებთან დაკავშირებული მოვლენების მიმოხილვას, წარმოდგენილია მოსაზრებები რეზერვების ადეკვატურობის ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით. მიმოვიხილავთ მოსაზრებებს მზარდი პოლიტიკური გაურკვევლობის ფარგლებში ცენტრალური ბანკის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთანს დაკავშირებულ პრინციპებზეც. აღმოჩნდა, რომ, სავარაუდოდ, არსებული საერთაშორისო რეზერვები არ არის საკმარისი ხანგრძლივი პოლიტიკური გაურკვევლობით განპირობებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს საქართველოს ბიზნეს-გარემოზე. ხანგრძლივი პოლარიზაცია, სახელმწიფოს მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კლიმატზე რამდენიმე მიმართულებით. კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რამაც ქვეყანა გარდაუვალი სოციალურ-ეკონომიკური საფრთხის წინაშე დააყენა.