შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ტურიზმის რეფორმის შეფასებითი ანგარიში
სამშაბათი, 01 აგვისტო, 2023

ტურიზმის რეფორმა მოიცავს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს და აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათების მიმართულებას. რეფორმა მიზნად ისახავს, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზების განვითარების ხელშეწყობას, ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას. ასევე რეფორმა მიმართულია, პოლიტიკის კოორდინაციისა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე, რეგიონულ დონეზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე.

რეფორმის განხორცილების საჭიროება ტურიზმის დარგში არსებული მოძველებული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რომელიც 1997 წელს არის მიღებული და ვერ პასუხობს სექტორში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს. მოქმედ კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების ხარისხის საკითხები, მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულება, ასევე ტურისტული საქმიანობის აღრიცხვის სისტემა. დამატებით, კანონის მიღება საჭიროა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით. ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების უზრუნველყოფისათვის, კანონი ითვალისწინებს მომხმარებელთა დაცვის შესახებ 2009 წლის 14 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/122/EC დირექტივის და საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის (EU) 2015/2302 დირექტივის იმპლემენტაციას.

რეფორმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართულია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

შეავსე ფორმა