პუბლიკაციები
- საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - IRI
- მაკროეკონომიკური პოლიტიკა
- მედია და დემოკრატია
რეგულირების ზეგავლენის შეფასება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი რეგულაციების გატარებას. რეგულირების ზეგავლენის შეფასება გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის ქმნის მტკიცებულებებს პოტენციური პოლიტიკის ცვლილების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, მათი მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასების გზით. მიღებული შედეგები შეჯამებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში.
კვლევა არის ცოდნისა და შეხედულებების თავმოყრის საშუალება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი წარმოდგენა სხვადასხვა მოვლენის შესახებ და ხელი შეუწყოს ახალი თეორიების განვითარებას. კვლევების საშუალებით მკვლევრებს შეუძლიათ ახალი ფაქტების აღმოჩენა, გარკვეული ჰიპოთეზების ტესტირება, არსებული თეორიების დახვეწა და საკითხის მომავალი განვითარებისთვის გზის მიცემა.
წინამდებარე სახელმძღვანელო გახლავთ გზამკვლევი ბიზნეს-ასოციაციებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების განხორციელება სურთ. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემულია ადვოკატირების კამპანიის წარმართვის ეტაპები და მათი თანმიმდევრობა.
საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, განსაზღვრავს სააუზო მართვის პრინციპებს, რის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორია მდინარეთა შვიდ სააუზე უბნად დაიყოფა და თითოეული აუზისთვის შემუშავდება სააუზო მართვის გეგმები. ამასთან ერთად, კანონი ადგენს წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმებს, რომელიც ეფუძნება „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპს.
კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება დაკავშირებულია კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებასთან. სტრატეგიის მიზანია კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე კაპიტალის სტიმულირება და მობილიზება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის. სტრატეგიის ხედვით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი 2028 წლისთვის რეგიონში მოწინავე კაპიტალის ბაზრად უნდა ჩამოყალიბდეს.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის (შემდეგში „SME რეფორმის“) პროგრესის შეფასება დაკავშირებულია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიითა და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებთან. სტრატეგია მიზნად ისახავს პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენას და მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.