შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

გადახდისუუნარობის რეფორმის შეფასებითი ანგარიში
ორშაბათი, 06 თებერვალი, 2023

გადახდისუუნარობის მიმდინარე რეფორმამდე, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას, არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს - ის არ აკმაყოფილებდა არც კრედიტორების და არც მოვალეების საჭიროებებს და არ აძლევდა სტიმულს გადახდისუუნარო კომპანიებს, რომ აერჩიათ რეაბილიტაცია, როგორც ფინანსური სირთულეების გადაჭრის ოპტიმალური სტრატეგია. ამგვარი ბარიერების გადასალახად, 2021 წლის აპრილში, საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, საქართველოში ამოქმედდა ახალი კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“. როგორც კანონის სახელიდან ჩანს, მისი მთავარი მიზანია კრედიტორების კოლექტიური დაკმაყოფილება კომპანიის რეაბილიტაციის გზით, „ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით”. კანონი გადახდისუუნარობის პროცესის ეფექტურობას აუმჯობესებს, ქმნის რამდენიმე ინოვაციურ მექანიზმს და არსებითად ცვლის იმ ინსტიტუციურ სტრუქტურას, რომელიც არეგულირებდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას.

გადახდისუუნარობის რეფორმა პროექტ "რეფორმეტრის" ფარგლებში შერჩეულ რეფორმათაგან ერთ-ერთია. 2022 წლის 20 დეკემბერს "რეფორმეტრმა" უმასპინძლა გადახდისუუნარობის რეფორმის მეორე საჯარო-კერძო დიალოგს, რომელზეც რეფორმის პრაქტიკაში მიმდინარეობა მიმოიხილეს. საჯარო-კერძო დიალოგზე დაყრდნობით, წინამდებარე ანგარიშში შეჯამებულია გადახდისუუნარობის რეფორმის პროგრესი.

შეავსე ფორმა