პუბლიკაციები
- საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - IRI
- მაკროეკონომიკური პოლიტიკა
- მედია და დემოკრატია
საქართველოს მეწარმეობის სექტორში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც არაპროპორციულად მოქმედებს ქალების შესაძლებლობაზე წამოიწყონ და განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა. ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად განხორციელებული საკანონმდებლო მცდელობებისა და შემუშავებული ეკონომიკური სტრატეგიების მიუხედავად, ქალები კვლავ აწყდებიან სირთულეებს, როგორიცაა შეზღუდული წვდომა, რაც ხელს უშლის მათ შესაძლებლობას წამოიწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.
კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება დაკავშირებულია კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებასთან. სტრატეგიის მიზანია კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე კაპიტალის სტიმულირება და მობილიზება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის. სტრატეგიის ხედვით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი 2028 წლისთვის რეგიონში მოწინავე კაპიტალის ბაზრად უნდა ჩამოყალიბდეს.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის (შემდეგში „SME რეფორმის“) პროგრესის შეფასება დაკავშირებულია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიითა და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებთან. სტრატეგია მიზნად ისახავს პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენას და მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.
ტურიზმის რეფორმა მოიცავს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს და აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათების მიმართულებას.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა ევროკავშირის წევრობაა. ამ ამოცანას იზიარებს და გულშემატკივრობს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა. ევროპული მომავალი არამარტო ქვეყნის ისტორიული მრავალსაუკუნოვანი სტრატეგიული არჩევანი, არამედ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის იმედი და მომავალი თაობების უკეთესი მომავლის პერსპექტივაა.