შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ევროპული მომავალი და შენი მოსალოდნელი კეთილდღეობა
ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2023

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა ევროკავშირის წევრობაა. ამ ამოცანას იზიარებს და გულშემატკივრობს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა. ევროპული მომავალი არამარტო ქვეყნის ისტორიული მრავალსაუკუნოვანი სტრატეგიული არჩევანი, არამედ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის იმედი და მომავალი თაობების უკეთესი მომავლის პერსპექტივაა.

სამეცნიერო ლიტერატურა და სტატისტიკა გვთავაზობს, რომ ქვეყნები, რომლებიც ევროგაერთიანების წევრები ხდებიან, მის ძლიერ ეკონომიკურ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ სისტემაში ინტეგრირების დამსახურებით ეკონომიკურად ძლიერდებიან და ადამიანთა კეთილდღეობა ამ ახალ წევრ ქვეყნებში მნიშვნელოვნად უმჯობესდება. საქართველოს და ევროკავშირის მოსახლეობის კეთილდღეობის სოციალურ-ეკონომიკურ მონაცემებს შორის დღეს დიდი სხვაობაა და ეს მიანიშნებს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად გაუჩნდება. ამ მოსაზრებით, საინტერესოა, თუ რა კონკრეტულ ეკონომიკურ თუ სოციალურ სიკეთეებს უნდა ველოდოთ საქართველოს მოქალაქეები ევროპული მომავლისაგან?

შეავსე ფორმა