პოლიპროპილენი თერმოპლასტიკური „დამატებითი პოლიმერია“, რომელიც არაერთი პროდუქტის წარმოებაში გამოიყენება. ესენია: სამომხმარებლო პროდუქციის, სხვადასხვა ინდუსტრიის, მათ შორის ავტომობილების ინდუსტრიის, საყოფაცხოვრებო ანჯამებისა და ტექსტილის მსგავსი სპეციალური მოწყობილობების პლასტმასის ნაწილების წარმოებაში. COVID19-ის პანდემიის დროს მისი ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ეს ნივთიერება სამედიცინო პირბადეების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. პოლიპროპილენის დეფიციტმა არაერთი მიმწოდებელი ქვეყანა აიძულა, პანდემიის პირველი ტალღის დროს მისი ექსპორტი აეკრძალა. ამიტომ საქართველოში პოლიპროპილენის წარმოების ქონის შესაძლებლობა პანდემიის დროს მთავრობის პოლიტიკისა და სტრატეგიული დისკუსიის მნიშვნელოვანი თემა გახდა.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ინიცირებული კვლევა, რომელშიც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები მონაწილეობენ, რამდენიმე ალტერნატიული მეთოდის გამოყენებით განიხილავს საქართველოში პოლიპროპილენის სამრეწველო მასშტაბით წარმოების როგორც ტექნიკურ, ისე ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. საბოლოო ანგარიში განიხილავს საქართველოში პოლიპროპილენის წარმოების ორ ალტერნატივას: (1) პოლიპროპილენის პირველადი წარმოება ნავთობპროდუქტების გამოყენებით და (2) პოლიპროპილენის წარმოება პოლიპროპილენის მყარი ნარჩენების მეორადი დამუშავებით.