შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ანალიზი
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 27.05.2019 დასრულების თარიღი: 30.08.2019

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა Ernst & Young-ის პოლონეთის წარმომადგენლობასთან ერთად ჩაატარა საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ანალიზი.

პროექტის ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა იმუშავა შემდეგ აქტივობებზე:

  • მოიძია პოტენციური კონტაქტები ადგილობრივ ინსტიტუციებთან, რომლებსაც აქვთ ისეთი მონაცემები და/ან ინფორმაცია, რომლებიც არ არის ადვილად ხელმისაწვდომი: სტატისტიკა/ინფორმაცია ელექტრონულ გადახდებზე, ფინანსური ჩართულობაზე, მთლიან შიდა პროდუქტსა და მის კომპონენტებზე, შრომის ბაზარსა და ეკონომიკის სექტორულ სტრუქტურაზე და ა.შ.;
  • ჩაატარა ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებული მარეგულირებელი გარემოს ანალიზი: შეისწავლა ბოლო რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაციები და საჯარო ინიციატივები. სიღრმისეულად იქნა შესწავლილი, უკვე არის თუ არა სავალდებულო შესწავლილი ელექტრონული გადახდების წახალისების სხვადასხვა რეგულაცია (მაგ.: საგადასახადო წახალისება მომხმარებლებისთვის, ხელფასის ელექტრონული ფორმით ანაზღაურების ვალდებულება), ან განიხილავს თუ არა მსგავს რამეს საქართველოს რომელიმე საჯარო უწყება;
  • მონაწილეობა მიიღო ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორული შეფასებებისა და საქართველოში ფინანსური ინკლუზიის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებაზე თავების დაწერაში;
  • EY-თან თანამშრომლობით მოამზადა რეკომენდაციები საქართველოში ელექტრონული გადახდების ხელშეწყობისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის შესამცირებლად.
შეავსე ფორმა